Thursday, November 29, 2012
ფოტოკრებული
აღარ ესმით
აღარ ხედავენ
აღარ აინტერესებთ
აღარ ადარდებთ
- გამარჯობა
- გამარჯობა
- თქვენც გიყვართ?
- ჰმ მეეც?
- დიახ
- დიახ,მიყვარს
- როგორ გიყვართ?
- ძალიან
- შეგაწუხეთ?
- ხო მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს
- რატო?
- თქვენ უკვე დაიწყეთ,დიდი დრო არ მაქვს.რა გაინტერესებთ?
- როდიდან?
- იმ დღიდან როცა პირველად დავინახე
- რა ვითარებაში?
- ეკლესიის ეზოში იდგა,მე მოშორებით ვიდექი და თვალს არ ვაშორებდი
- ის?
- მოვიდა
- მერე?
- მერე გვერძე მომიჯდა
- უყვარხარ?
- ძალიან
- მაშინ რატომ არ ხართ ერთად?
- იმიტომ რომ დავკარგე
- როგორ დაკარგე?
- მიჭირს ამ თემაზე საუბარი
- უბრალოდ მინდა დაგეხმარო ...განთავისუფლდები ტკივილისგან
- არა ,ამ ტკივილს ვერაფერი მოერევა ...
- .........................
- მენდობოდა და ვერ დავაფასე
- პატიება თხოვე?
- კი მაგრამ პატიება რომ წამალი იყოს აფთიაქშიც გაყიდიდნენ არა?
- უცნაური პასუხია
- ხო ვიცი,რაც ერთად აღარ ვართ შევიცვალე
- რა მხრივ?
- აღარ მებედნიერება სამყარო
- აქამდე?
- მისით ვარსებობდი
- ახლა?
- მისი დაბრუნების იმედით ვცოცხლობ,თუმცა ესეც ქრება
- რა იქნება რომ არ გაპატიოს?
- დასასრული
- რისი?
- ჩემი ხანმოკლე და უაზრო ცხოვრების
- მაგრამ შენ ჯერ კიდევ პატარა ხარ
- პატარა?ცდები
- .............
- პატარები ყველას უყვარს ,პატარა ანგელოზია ...მე კი იმედნი ტკივილი მოვუტანე ადამიანს რომელიც ასე მიყვარს
- ნანობ?
- მთელი გულით
- გენატრება?
- უზომოდ
- რას იზავ რომ დაგიბრუნდეს?
- ცხოვრებას თეთრი ფურცლიდან დავიწყებ
- ეს რას ნიშნავს?
- ვიქნები მისი,მთელი ცხოვრება
- რატომ შეგიყვარდა?
- იცი რატომ მისვამ ამ შეკითხვას?
- რატო?
- შენ მას არ იცნობ
- რომ ვიცნობდე?
- აღარ მკითხავდი მაგ სისულელეს
- როგორია ის?
- ყველაზე კარგი
- იმსახურებ?
- არა
- ახლა რას აპირებ?
- უკანასკნელად ვცდი
- რას?
- მის უკან დაბრუნებას
- რისთვის?
- რომ ვისუნთქო
- თუ არ დაბრუნდა
- ხომ გითხარი ?
- შემახსენე
- დასასრული
- რატომ გიყვარდებათ ადამიანებს ასე?
- ნუთუ არ გესმის ?იმიტომ რომ ამ ქვეყნად ვპოულობთ ადმაიანს რომელშიც ჩვენი მომავლის სხივი ჩანს
- შენ იპოვე?
- კი
- სად?
- მის თვალებში
- როგორია?
- სუფთა
- შეგიძლია თქვა რას გრძნობ როცა მის თვალებს უყურებ ?
- არაფერს
- ეს როგორ?
- უბრალოდ არაფერს...როცა მის თვალებს ვუყურებ ყველას და ყველაფერს ვწყდები და მივდივარ
- სად?
- უსასრულობაში
- ასე გიყვარს?
- ნუ მისვამ ასეთ კითხვებს ...ვერ ვიტან როცა უაზრობაზე მიწევს პასუხის გაცემა
- რატომ აწყენინე
- მეე? მ ეე ...მეე ...ალბათ იმიტომ რომ ცუდი ვარ,არ ვიმსახურებ
- რომ დასჭირდეს სიცოცხლეს დათმობ?
- აი ისევ
- რა?
- უაზრო კითხვაა,მისთვის ყველაფერს დავთმობ ...დაუფიქრებლად
- რა უნდა გააკეთოს ადამინმა ასე რომ შეუყვარდეს?
- ალბათ სხვა ადამიანში მისი ანარეკლი იპოვოს
- შენ იპოვეე?
- ვიპოვე და დავკარგე
- მაგრამ ხომ გჯერა რომ დაიბრუნებ
- არ ვიცი
- კარგი,თავს აღარ მოგაწყენ ...კარგი რესპოდენტი არ ხარ
- ხო ვიცი,როცა საქმე მას ეხება ასეთი ვარ
- როგორი?
- უაზრო ...სიტყვებით მასზე ვერ ვსაუბრობ
- მესმის,ნახვამდის
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment