Tuesday, November 27, 2012

ინდიგოს ბავშვები

ტერმინი ინდიგო ბავშვები ბოლო პერიოდში გახდა საკმაოდ პოპულარული და გავრცელებული თითქმის მთელ მსოფლიოში. ამ ტერმინით ბოლო პერიოდში აღნიშნავენ ახალი თაობის ბავშვებს. წამყვანი ფსიქოლოგების აზრით, მათ შეუძლიათ და შეძლებენ კიდეც შეცვალონ ჩვენი მომავალი სამყარო. წინა საუკუნეში ამ ტიპის ბავშვების რაოდენობამ უცებ დაიწყო მომატება. აშშ-ში 24-25 წლის წინ. დასავლეთ ევროპაში 18-20 წლის წინ. ხოლო რუსეთსა და ჩინეთში უკვე 10-12 წელია.როგორც მეცნიერები თვლიან ბავშვებს დაეწყოთ ტვინის უფრო ნელა მომწიფება. მაგრამ მათი აზროვნება გახდა უფრო ხარისხიანი. ეს ბავშვები თავის ქცევებიდან გამომდინარე არიან ჰიპერაქტიურები. მოუსვენრები, არღვევენ დისციპლინას და ხელს უშლიან სასწავლო პროცესებს სკოლებში.ისმება კითხვა რითია გამოწვეული ასეთი არაჩვეულებრივი ბავშვების შობადობის მომატება. კვლევარები თვლიან რომ, სამედიცინო კუთხიდან ეს არის ტვინის კომპონენტების შედარებით ნელი განვითარება. ისინი უკვე იბადებიან ამ სპეციფიკურობით. ხოლო მეორე ახნას აწერენ თანამედროობის ინფორმაციულ ჰიპერდატვირთვას. 2000 წლიდან ინტენსიურად იბადებიან ბავშვები, რომელთაც ნაცვლად ტრადიციულ ბუნდოვანი გამოხედვის, იმავ წუთს მათ თვალებში ამოიკითხავ აზრიანი მზერას. ქალებს რომელსაც დღეს ებადებათ მეორე შვილი ამბობენ, რომ პირველთან შედარებით ესენი უკვე დიამეტრალურად განსხვავებული ბავშვები არიან. მედიკები აღნიშნავენ, რომ ამ ბავშვებს მინიმალური ტვინის დისფუნქციები აქვთ და ამასთან ერთად, ეს პათოლოგია არარის. არამედ საზღვარია ნორმას და გადახრას შორის. თვით ტერმინი ინდიგო ბავშვები არის ეზოთერიკული - მათ აურა ინდიგოს ფერი აქვთ. მართალია ფსიქოლოგების გარკვეულ რაოდენობას ეს ტერმინი არ მოსწონთ, რადგან ის ჯერ კიდევ არარის კლასიკურ ქრესტომატიებში. არსი იმაშია, რომ ინდიგო ბავშვები - ეს არიან ამბიდექსტრები,”ორხელიანები", ანუ მათში მუშაობს ტვინის ორივე ნახევარსფერო. თუ, ჩვეულებრივი ადამიანები იყოფიან მარცხენა და მარჯვენა ნახევასფეროების მუშაობის პოტენციის მიხედვით (მარჯვენა ნახევარსფერო - ლიდერობს ინტუიცია, მარცხენა ნახევარ სფერო - ლოგიკა) ამბიდექსტრები იყენებენ ორივე ნახევარსფეროს ერთდროულად. მათ ერთდროულად აქვთ საუკეთესო ლოგიკა და ინტუიცია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მშობლები და პედაგოგები მზად აღმოჩნდნენ ამ ბავშვებთან ურთიერთობებისთვის. სწორად შეაფასონ მათი ნიჭიერება და მათი პრინციპულობა თუ სიჯიუტე. ამ ბავშვებთან ურთიერთობებისას შეცდომები მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი, რადგან "ინდიგოს ბავშვები" თანატოლებისგან განსხვავებით რამდენადაც ადვილად უმკლავდებიან მათ გარშემო არსებულ პრობლემებს, იმდენად ცდილობენ მათ გარშემო არსებული სამყარო საკუთარი სურვილის მიხედვით გარდაქმნან, ანუ იბადება კონფლიქტი მშობლებს (ასევე პედაგოგებსა) და ინდიგო ბავშვებს შორის. მშობლებმა ეს ყველაფერი უნდა გააცნობიერონ და არ არის არგუმენტი მშობლის მიერ მაგალითად საკუთარი ბავშვობის მოყვანა: "მე ბავშვობაში ასეთი არ ვყოფილვარ", "მე ბავშვობაში ასე არ ვიქცეოდი" და ა. შ.
 მას მოეპყარით პატივისცემით, თუმცა ეს არ უნდა იყოს გათამამების მომენტი.
 დაეხმარეთ მას, რომ გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად მიიღოს.
 არჩევანის გაკეთებისას არ იგრძნოს თავის შეზღუდულად.
 ყოველთვის დაუტოვეთ არჩევნის თავისუფლება, რასაც არ უნდა ეხებოდეს ეს.
 არასდროს არ დაამციროთ.
 ყოველთვის აუხსენით, თუ რატომ უნდა გააკეთოს ეს და არა ის, ანუ ნუ მოითხოვთ მისგან ბრმა მორჩილებას.
 ნუ იქნებით მასთან დიქტატორი, შესაძლოა, პირველად სასურველი შედეგი მიიღოთ, თუმცა მომავალში ეს გაორმაგებულ პრობლემებს მოგიტანთ.
 ნუ აგაღელვებთ მისი უყურადღებობა, ეს "ინდიგოს ბავშვისთვის" ჩვეულებრივი რამ არის.
 თუ გსურთ რაიმე გააკეთებინოთ, დაანახეთ ამ საქმის შემეცნებითი მხარე, ნუ დააინტერესეთ ამით ამ საქმით.
 გაითვალისწინეთ, რომ ეს ბავშვი არა მხოლოდ თქვენი შვილია, არამედ თქვენი პარტნიორიც, მეგობარიც – მასში ბავშვთან ერთად, ასე ვთქვათ, დიდი ადამიანიც "ზის".
 ნუ დატოვებთ მის შეკითხვებს პასუხის გარეშე და მის ინტერესს იგნონირება არ გაუკეთოთ.
 თუ ბავშვი აღგზნებულია და მისთვის ფსიქოტროპული მედიკამენტების მიცემას გადაწყვეტთ, ჯერ გარკვეული ტესტირება ჩაუტარეთ და შეეცადეთ, მასთან ურთიერთობაში ფონს მედიკამენტების გარეშე გახვიდეთ.
 შეეცადეთ, ის დაკავებული იყოს და რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი დრო ჰქონდეს.
 შეეცადეთ, მისმა ურთიერთობამ კომპიუტერთან პრაქტიკული ფორმები მიიღოს.
 აქვთ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი;
 არ აღიარებენ ავტორტეტებს;
 არიან დაუმორჩილებელნი;
 მრავალფეროვანი ინტერესები;
 მიდრეკილება ყველაფრის სწრაფად ათვისება-გაგებისაკენ;
 თუ არ მოსწონთ ოჯახური გარემო მიდრეკილები არიან დეპრესიისაკენ;
 საკუთარი თავის პატივისცემა, რომელიც ზოგჯერ სნობიზმში გადადის;
 ძლიერ განვითარებული ინტუიცია;
 საფრთხის გრძნობა და მისი თავიდან აცილების ნიჭი, ანდა პირიქით, საფრთხის გამუდმებული ძიება, როგორც ერთგვარი პროტესტის ფორმა;
 აღზრდის ტრადიციული მეთოდების არ მიღება.
არიან ძალიან მგრძნობიარეები ადამიანების და განსაკუთრებით მშობლებთან ურთიერთობისას;
არიან ძალიან ჰიპერაქტიულები, ბევრს მოძრაობენ, ერთ ადგილას არასდროს ჩერდებიან;
ხშირად ვერ კავდებიან ერთი საქმით და მალე ბეზრდებათ ერთიდაიგივეს კეთება, ერთი შეხედვით ჩანს რომ არ შეუძლიათ კონცენტრირება;
მათთვის არ არსებობს ავტორიტეტები, ტრადიციები, ბრმად არასდროს ემორჩილებიან კანონებს და მათთვის არ არსებობს ტერმინები "არ შეიძლება", "ასეა საჭირო", ახსნას მოითხოვენ და არ კმაყოფილდებიან მხოლოდ აკრძალვით;

ხშირად ვერ იტანენ დისციპლინას, ჩარჩოებს, ბრძანებებს და მკვეთრად და ჯიუტად არ ასრულებენ მასწავლებლის ან მშობლის მოთხოვნას. ხშირად არც დასჯა მოქმედებს მათზე, პირიქით ამის გამო იმეორებს იმას რის გამოც დასაჯეს;

ვერ იტანენ როცა რაიმეს აძალებენ, თუნდაც უმნიშვნელოს, მისი სურვილის საწინააღმდეგოდ და ყოველთვის მკვეთრად გამოხატავენ პროტესტს;

ვერ იტანენ როდესაც შეზღუდულები არიან არჩევანში, როცა მას არ ეკითხებიან იმას რაც კონკრეტულად მას ეხება;
როდესაც მისი წინააღმდეგ მიდიან და თან უსამართლოდ, შესაძლოა გამოხატონ ძალიან დიდი აგრესიაც და საკუთარ თავზე კონტროლიც დაკარგონ, რამაც ძალიან ცუდი შედეგი გამოიწვიოს;ასეთი ბავშვები თავისთავში დარწმუნებულები არიან, საკუთარ თავს სცემენ პატივს და მოიხოვენ ყურადღებას, განსაკუთრებით მშობლებისგან. ითხოვენ პატივისცემას და მოითხოვენ ისე მოექცნენ როგორც თანასწორს, როგორც დიდს, ოჯახის სრულუფლებიან წევრს, და არა როგორც ბავშვს, რომელმაც ჯერ არაფერი არ იცის და ახსნილს ვერ გაიგებს;

ხშირად ძალიან კარგად აქვთ გავითარებული ინტუიცია და შეიძლება ქონდეთ ტელეპატიის უნარიც, ხშირად ახლობელი ადამიანების ფიქრებსაც იგებენ და ძალიან კარგად ამჩნევენ როდის ატყუებენ, თითქმის არ ეპარებათ ეს და შემდეგ ამ ადამიანს აღარ ენდობიან და ურთიერთობისას აგრესიას გამოხატავენ, გარედან ისე ჩანს თითქოს უმიზეზოდ ამოიჩემეს.

No comments:

Post a Comment