ინტროვერტი არის ამის საწინააღმდეგო ტიპაჟი. თუ ექსტროვერტს გულში რაც აქვს ყველაფრის გადმონთხეევა უყვარს, ინტროვერტი პირიქით, თავისთვის იტოვებს და თუ ვერ მოითმინა და წამოსცდა, დიდი ალბათობაა რომ შემდგომში ამით საშინელი დისკომფორტი იგრძნოს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ინტროვერტი არავის არაფერს უზიარებს. ინტროვერტი უზიარებს მხოლოდ იმ, თავისთვის განსაკუთრებით ძვირფას ერთეულებს, რომლებსაც ენდობა. როცა ექსტროვერტი დედას, მამას, დეიდას, ბიცოლას, ბიძას, მამიდას, ბიძაშვილ-მამიდაშვილ-დეიდაშვილს და პლიუს მინიმუმ სამ ძმაკაც-დაქალს მოუყვება თავისი გასაჭირის შესახებ, ინტროვერტი ჯერ ძალიან ეცდება საერთოდ არავის გააგებინოს და თუ ვერ გაუძლო, ეტყვის აქედან მაქსიმუმ ორს. და თუ პრობლემა გადაწყდა და აღარ აწუხებს, შეიძლება კიდევ ვინმე ერთზე მოიღოს წყალობა.ისინი ძალიან აფასებენ იმ ორიოდე მეგობარს, ვინც მათ ყავთ, ისინი ბრმად ენდობიან მათ. თუ თქვენ გაგიმართლათ და მან მეგობრად მიგიღოთ, მთელი ცხოვრება ერთგული მოკავშირე გეყოლებათ.
ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს საკუთარ ფიქრებთან. ისინი ბევრს ფიქრობენ. ისინი ოცნებობენ. მათ უყვართ დანახული ან წარმოსახვითი პრობლემების ამოხსნა, მაგრამ ისინი ყოველთვის ეძებენ ერთ ადამიანს, ვისაც თავის განცდებს გაუზიარებენ.ინტროვერტი ადამიანი ხშირ შემთხვევაში თვითკმარი ადამიანია და მდიდარი სულიერი სამყარო აქვს...
არ ეშინია მარტოობის და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის . კარგად იცნობს თავს და ამით აშენებს ისეთ საძირკველს, რაც ექსტროვერტ ადამიანებს ვერც კი წარმოუდგენიათ...აქვე მინდა ხაზი გავუსვა რამდენიმე არასწორ სტერეოტიპს, რაც საზოგადოებაში ინტროვერტებზე, „აძინოჩკა ტიპებზე“ და ჩაკეტილ ადამიანებზე არსებობს
მითი 1 - მათ არ უყვართ ლაპარაკი:
სიცრუეა. ისინი არ ლაპარაკობენ, თუ არაფერი აქვთ სათქმელი. მათ სძულთ „მცირედ თემებზე“ ლაპარაკი. ალაპარაკეთ ისინი იმ თემაზე, რაც აინტერესებთ და მალე არ „მოკეტავენ“.
მითი2 - მორცხვები არიან:
არ არის მართალი, თითქოს მათ ხალხის ეშინიათ. მათ უბრალოდ სჭირდებათ მიზეზი ურთიერთობისთვის. ისინი არ ურთიერთობენ, მხოლოდ იმისთვის, რომ იურთიერთონ.
თუ გინდათ, ისინი აალაპარაკოთ, უბრალოდ დაუწყეთ ლაპარაკი.
მითი 3: ისინი უხეშები და ქედმაღლები არიან.
სინამდვილეში მათ მხოლოდ სურთ იყონ ნამდვილი და გულწრფელი, რეალურ ცხოვრებაში ყოველთვის ასეთი გარემოს შეხვედრა, სამწუხაროდ, ძნელია, ამიტომ მათ უჭირთ და ღლით ასეთ გარემოში ჩატევა
მითი 4: მათ ხალხი არ უყვართ:
პირიქით, ისინი ძალიან აფასებენ იმ ორიოდე მეგობარს, ვინც მათ ყავთ, ისინი ბრმად ენდობიან მათ. თუ თქვენ გაგიმართლათ და მან მეგობრად მიგიღოთ, მთელი ცხოვრება ერთგული მოკავშირე გეყოლებათ.
მითი 5: მათ არ უყვართ ხალხში გასვლა:
კიდევ ერთი ნონსენსი: ისინი უბრალოდ ძალიან მგრძნობიარენი არიან მონაცემებისა და განცდების მიმართ. თუმცა მათ უჭირთ ამ ყველაფრის „გადახარშვა“, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია სიმარტოვეში ყველაფრის გადამუშავება და „ხელახლა დამუხტვა“
მითი 6: მათ მუდამ მარტოობა სურთ:
ისინი ძალიან კომფორტულად გრძნობენ თავს საკუთარ ფიქრებთან. ისინი ბევრს ფიქრობენ. ისინი ოცნებობენ. მათ უყვართ დანახული ან წარმოსახვითი პრობლემების ამოხსნა, მაგრამ ისინი ყოველთვის ეძებენ ერთ ადამიანს, ვისაც თავის განცდებს გაუზიარებენ.
მითი 7: ისინი უცნაურები არიან:
უფრო ზუსტი იქნება, თუ ვიტყვი: ისინი ინდივიდუალისტები არიან, არ მისდევენ ბრბოს, ისინი გადაწყვეტილებებს ღებულობენ იმის მიხედვით რაც მათი აზრით სწორია და არაა იმის მიხედვით, რა არის მოდური ან ნორმა. მათ ძალიან სძულთ „პადხალიმი“
მითი 8:
მათ არ იციან როგორ გაერთონ და იკაიფონ:
ისინი ჩვეულებრივ სახლში, ან ბუნებაში ისვენებენ, ისინი არ არიან ადრენალინზე დახარბებული თავგადასავლებს მოყვარული ხალხი, იგივე მეცნიერს თუ დავუჯერებთ,ეს იმით აიხსნება, რომ ისინი მეტისმეტად მგრძნობიარენი არიან დოპამინის მიმართ
მითი 9: ისინი შეიძლება გამოსწორდნენ და იქცნენ ექსტროვერტები ))
სამყარო მათ გარეშე იქნებოდა ბევრად ნაკლები მეცნიერით, მუსიკოსით, მხატვროთ, პოეტით, ექიმით და ფილოსოფოსით. ფაქტიურად, ერთერთი მკვლევარის, სილვერმანის 1986 წლის კვლევამ აჩვენა, რომ მათი პროცენტული წილი პირდაპირპროპორციულია ინტელექტის კოეფიციენტთან (აი-ქიუ)
რადგან ისინი უმცირესობას წარმოადგენენ (ჰა-ჰა 25% გაქაჩონ), მათ , რათქმაუნდა არ უადვილდებათ ასე ყოფნა, ამიტომ საჭიროა მუდმივი პატივისცემა დანარჩენი დომინანტი უმრავლესობის მხრიდან ....
საკუთარი თავი ვიპოვე!
ReplyDelete